თბილისში საქველმოქმედო ყუთები დაიდგმება

გამოწერა
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის მსვლელობისას შეგროვებულ ნივთებს მთელს საქართველოში გაჭირვებულ ბავშვებსა და მოზარდებს დაურიგებენ.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ახალი საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში თბილისში, ხალხის თავშეყრის ადგილებში, გაჭირვებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაგროვებლად ყუთები დაიდგმება.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტი „მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხუთ თვეს გაგრძელდება. საქველმოქმედო აქციაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი წარმატებული იქნება. ყველას, ვისაც სურს დაეხმაროს ჩვენს თანამოქალაქეებს, ასეთი შესაძლებლობა უკვე აქვს. ყველა მოხალისეს ვეპატიჟებით ამ პროექტში“, — განუცხადა სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ჟურნალისტებს.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისში პირველად გაიმართება საქველმოქმედო კონკურსი „მის ბიუსტი 2016“

პროექტის მსვლელობისას შეგროვებულ ნივთებს მთელს საქართველოში გაჭირვებულ ბავშვებსა და მოზარდებს დაურიგებენ, აღნიშნულია სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქველმოქმედო ყუთებს განათავსებენ სპორტის სამინისტროში, ახალ სპორტის სასახლეში, გმირთა მოედანზე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სამების საკათედრო ტაძარში, რუსთავის გზატკეცილზე — 247, აწყურის ქუჩასა და სარკინიგზო ხიდს შორის, მოსკოვის პროსპექტზე წისქვილ-კომბინატთან, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე და გია გულუას ქუჩაზე.


ყველა ახალი ამბავი
0