თბილისში პირველად გაიმართება საქველმოქმედო კონკურსი „მის ბიუსტი 2016“

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსი „მის ბიუსტი 2016“ სარძევე ჯირკვლის სიმსივნითა და ასევე ანორექსიით დაავადებულ ქალებს სპონსორების შემოწირულობებით დაეხმარება.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ქალის სილამაზის საქველმოქმედო კონკურსი „მის ბიუსტი 2016“ საქართველოში ყველაზე ლამაზი მკერდის მფლობელს გამოავლენს, განუცხადეს Sputnik-ს Nino Adamashvili & Company-ში.

„მის ბიუსტი 2016“ თბილისში პირველად ტარდება, ესაა უკრაინული და რუსული კონკურსების ანალოგი. ღონისძიება, სპონსორების შემოწირულობებით, სარძევე ჯირკვლის კიბოთი და ანორექსიით დაავადებულ ქალებს დაეხმარება.

კონკურსში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა არანაკლებ ოთხი ზომის ბუნებრივი მკერდი, ასევე ასაკი — 18-დან 37 წლამდე.

ორგანიზატორების თქმით, კონკურსი სხეულის ბუნებრივი პროპორციების პროპაგანდას ემსახურება და მიმდინარეობს დევიზით: „გახდი წარმატებული საკუთარი პროპორციებით და არა პლასტიკური ქირურგიით“.

„ამ ეტაპზე 7-8 კონკურსანტი შევარჩიეთ. ჩვენთან მრავალი გოგონა მოდის, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი კონკურსის პარამეტრებს ყველა არ პასუხობს. სულ ოთხი ტური გვექნება, აქედან ერთი ბათუმში გაიმართება. ნახევარფინალში, რომელიც 20 მაისს არის დაგეგმილი, გაირკვევა ფინალში მონაწილე“, — განაცხადა ნინო ადამაშვილმა. 

მონაწილეებს 12-კაციანი ჟიური შეაფასებს, რომელთა შორის პლასტიკური ქირურგიც იქნება.

გოგონები მონაწილეობას მიიღებენ ფოტოსესიებში, სხვადასხვა ღონისძიებებსა და შოუში. სილამაზის კონკურსის „მის ბიუსტი 2016“ გამარჯვებული 25 მაისს დასახელდება. მას ფულადი ჯილდო გადაეცემა.

კონკურსის ორგანიზატორი Nino Adamashvili & Company-სთან ერთად არის კომპანია Art House. ორგანიზატორები სილამაზის კონკურსის ყოველ წელს გამართვას გეგმავენ.

ყველა ახალი ამბავი
0