შეტაკება იემენში: შვიდი ადამიანი დაიღუპა, ოცზე მეტი - დაიჭრა

© photo: Sputnik / Стрингер / გადასვლა მედიაბანკშივითარება იემენში
ვითარება იემენში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ას-სულბანის სამხედრო ბაზას თვითმკვლელმა ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილებით შეუტიეს.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. იემენის სამხრეთით, ქალაქ ადენთან ახლოს, ალ-სულბანის სამხედრო ბაზასთან ჯარსა და ბოევიკებს შორის შეტაკებების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. ბოევიკები, სავარაუდოდ, ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ წარმოადგენდნენ. ამის შესახებ სააგენტო Sputnik-ს იემენის უშიშროების ორგანოებიდან ანონიმურმა წყარომ აცნობა.

წყაროს ინფორმაციით, შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ოთხშაბათს დილით  ბაზას თვითმკვლელმა ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილებით შეუტიეს. შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს შვიდი ადამიანი დაიღუპა, ოცზე მეტი კი — დაიჭრა.

ალ-ქაიდა - Sputnik საქართველო
იემენში აშშ-ს სპეცოპერაციის შედეგად "ალ-ქაიდას" ათი ბოევიკი ლიკვიდირებულია

მანამდე სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, შეტაკებას მინიმუმ ექვსი იემენელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.

იემენში 2014 წლიდან შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობენ, ერთი მხრიდან, შიიტური მოძრაობა „ანსარ ალას“ მოლაშქრეები და ჯარის ექს-პრეზიდენტ აბდალ სალეჰის მომხრე ნაწილი და მეორე მხრიდან — სამთავრობო ჯარი და პრეზიდენტ აბდ რაბუ მანსურ ჰადის მომხრე მოლაშქრეები. მთავრობას სამხედრო მხარდაჭერას არაბეთის ქვეყნების გაერთიანება უწევს. ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე თავის პოზიციას იმყარებენ ბოევიკები ტერორისტული ორგანიზაციებიდან „ალ-ქაიდა“ და „ისლამური სახელმწიფო“.

ყველა ახალი ამბავი
0