იემენში აშშ-ს სპეცოპერაციის შედეგად "ალ-ქაიდას" ათი ბოევიკი ლიკვიდირებულია

© AFP 2024 / Fadi al-Halabi"ალ-ქაიდა"
ალ-ქაიდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრტერორისტული დარტყმები 23 აპრილს განახორციელა.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik.  აპრილის ბოლოს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა იემენში განხორციელებული სპეცოპერაციისას „ალ-ქაიდას“ ათი მებრძოლის ლიკვიდირება განახორციელა, იუწყება აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო. 

ამერიკული ტექნიკა ერაყში - Sputnik საქართველო
ობამამ ავღანეთში ISIS-ისა და „ალ-ქაიდას“ დაჯგუფებების დაბომბვაზე ნებართვა გასცა

„23 აპრილიდან ჩვენ ოთხი კონტრტერორისტული დარტყმა განვახორციელეთ  დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ წინააღმდეგ, რა დროსაც  ბოევიკების ათი მებრძოლი დაიღუპა და ერთი დაიჭრა“, — პენტაგონის წარმომადგენლის ჯეფ დევისის სიტყვებს ციტირებს გამოცემა  Business Standart.

მისი სიტყვებით, აშშ „ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ განადგურების მიზნის ერთგულია სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“.

პარასკევს პენტაგონმა განაცხადა, რომ „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული ბოევიკების დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად სამხედრო მოსამსახურეების „არცთუ დიდი რაოდენობა“   იემენში ორი კვირის წინ გაიგზავნა. 

სამხრეთ იემენში ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე“ და  „ისლამური სახელმწიფო“ მოქმედებენ. 


ყველა ახალი ამბავი
0