საქართველოს პარლამენტის დეპუტატს სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება ბრალდება

© courtesy of Irakli Sesiashviliირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი“ აპირებს საქართველოს მთავარ პროკურატურას სესიაშვილის ქმედებების გამოძიების მოთხოვნით მიმართოს.

თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. არასამთვრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს ტერორისტ ახმედ ჩატაევის შესახებ განცხადების გამო სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებაში ადანაშაულებს.

რამოდენიმე დღის წინ სესიაშვილმა განაცხადა, რომ ჩატაევი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ქართულ სპეცსამსახურებზე მუშაობდა და ოპერატიულ დავალებებს საქართველოს მოქალაქის „ოპერატიული“ პასპორტით ასრულებდა.

“ამ ფაქტს მისცენ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რადგან შემდგომში ზოგიერთ ჭორიკანა მაღალი თანამდებობის პირებს არ გაუჩნდეთ სურვილი და ეს იყოს პრევენცია იმისათვის, რომ არ გასცენ სხვადასხვა სახელმწიფო საიდუმლოებები,“ — ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა სარასამთვრობო ორგანიზაციის  ხელმძღვანელმა, საპატრულო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა ზვიად კუპრავამ.

მან აღნიშნა, რომ სესიაშვილის ქმედების გამოძიების დაწყების მოთხოვნით აპირებს საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართოს.

ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო
თუ საქართველოში ჩატაევის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ის დახურული იქნება

ჩატევის შესახებ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც თურქული მასმედიის ზოგიერთმა საშუალებამ 28 ივნისს სტამბულის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ აფეთქებებთან მის შესაძლო კავშირზე განაცხადა.

რამდენიმე წლით ადრე, კერძოდ 2012 წელს ჩატევი ტყვია-წამლის უკანონო შენახვის ბრალდებით საქართველოში დააკავეს. ეს ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების დროს მოხდა. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ სასამართლომ ჩატევი გაამართლა და ის გაანთავისუფლეს.

ყველა ახალი ამბავი
0