თუ საქართველოში ჩატაევის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ის დახურული იქნება

© Ministry of Internal Affairs of Georgia / photo press-service of the Ministry of Internal Affairs of Georgiaვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აჰმედ ჩატაევის საქმეზე გამოძიების დაწყებას არ გამორიცხავს, რათა დაადგინოს, იყო თუ არა ის სპეცსამსახურების აგენტი წინა ხელისუფლების დროს.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. თუ აჰმედ ჩატაევის საქმეზე გამოძიება დაიწყება, ის შეიძლება დახურულად წარმიმართოს, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა რადიოსადგურ „პირველი რადიოს“ ეთერში.

ჩატაევის ფიგურა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თურქულ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ცნობა, რომ ის სტამბულის საერთაშორისო აეროპორტში 28 ივნისს მომხდარი ტერაქტის მონაწილეა.

ჩატაევი 2012 წელს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყნის პროკურატურამ მას ბრალი მოუხსნა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა.

„სასამართლო თავისუფალია და მან ის გამოუშვა. ის ადამიანი წავიდა ევროპაში. მას ჰქონდა პოლიტიკური თავშესაფარი, როგორც მახსოვს, ავსტრიაში. წლების განმავლობაში არ ჩანდა და შემდეგ გამოჩნდა, უკვე სირიის ფაქტების შემდეგ დაიწყო მისი გვარის ხსენება“, — განაცხადა გომელაურმა.

სტამბოლის აეროპორტი - Sputnik საქართველო
მასმედია: სტამბულის ტერაქტი საქართველოში ადრე დაკავებულმა ჩატაევმა მოაწყო

მან ასევე გააკეთა კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებაზე, რომ ჩატაევი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, შესაძლოა, სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო.

„თუ დაიწყება გამოძიება, ის შეიძლება დახურულად წარიმართოს და იქ გაიხსნება თემები — იყო თუ არა ჩატაევი აგენტი და თანამშრომლობდა თუ არა", — აღნიშნა გომელაურმა.

რაც შეეხება აჰმედ ჩატაევის დაკავებას, ის ლოპოტას ხეობაში ბოევიკების დაკავების სპეცოპერაციის დროს აიყვანეს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის.

ჩატაევის დაკავების შემდეგ რუსეთმა მისი სამშობლოში ექსტრადიციის თხოვნით ქართულ მხარეს მიმართა, მაგრამ ამაზე უარი მიიღო. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „ჩეჩნური წარმოშობის რუსეთის მოქალაქეების ექსტრადიციის ტრადიცია უნდა დასრულდეს“.

აჰმედ ჩატაევი, მეტსახელად „აჰმედ ჩეჩენსკი“ ან „ცალხელა აჰმედი“ 1980 წელს დაიბადა ჩეჩნეთში. ის და რუსეთის კიდევ ორი მოქალაქე — ისლამ ათაბიევი და ზაურბეკ გუჩაევი გასულ წელს შეერთებულმა შტატებმა ანტიტერორისტული სანქციების სიაში შეიყვანა.

ყველა ახალი ამბავი
0