ბაღათურია ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის

© photo: Sputnik / Levan Avlabreliჯონდი ბაღათურია
ჯონდი ბაღათურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეფერენდუმის ჩატარება მიზანშეწონილია საპარლამენტო არჩევნების დღეს - 8 ოქტომბერს, მიიჩნევს პოლიტიკოსი.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მან თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქართული დასის“ ინიციატივით, 20 ივნისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეფერენდუმის ჩატარებისთვის განაცხადი შეიტანა. რეფერენდუმის კითხვაა „უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში?“

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: საქართველომ ნატოზე უარი უნდა თქვას

„საქართველოს შესვლა ნატოში ან ევროკავშირში — ძალზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის მომავალი და ბედი უნდა გადაწყვიტოს… აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს შესვლა ნატოში ან ევროკავშირში ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა აშშ-ის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მარიონეტებმა, რომლებმაც უკვე დიდი ხნის წინ გაყიდეს საკუთარი სახელმწიფო და ერის ინტერესები ამერიკულ გრანტებზე“, — განაცხადა ბაღათურიამ.

ცესკომ 4 ივლისს რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე პირველი სხდომა გამართა, სადაც კითხვის ფორმულირება დააზუსტეს. კითხვა არ შეცვლილა, განაცხადა ბაღათურიამ.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ცესკო ამ საკითხზე საკმაოდ კონსტრუქციულად არის განწყობილი. ახლა, რეგლამენტით, კომისიას ერთი თვე აქვს იმისთვის, რომ მოამზადოს ბლანკები ხელმოწერების შესაგროვებლად“, — აღნიშნა ბაღათურიამ.

კანონის თანახმად, პარტიამ იმისთვის, რომ რეფერენდუმი გაიმართოს, 200 ათასი ხელმოწერა უნდა შეაგროვოს, თუმცა, ბაღათურია დარწმუნებულია, რომ ერთი მილიონი ხელმოწერის შეგროვებას შეძლებს.

„ხელმოწერების შეგროვებას იმ დღესვე დავიწყებთ, როგორც კი ცესკოდან სპეციალურ ბლანკებს მივიღებთ“, — განაცხადა ბაღათურიამ და აღნიშნა, რომ კომისიას რეფერენდუმის ჩატარებაზე უარის თქმის რაიმე იურიდიული საფუძველი არა აქვს.

ბაღათურია მიიჩნევს, რომ რეფერენდუმის ჩატარება საპარლამენტო არჩევნების დღესაა მიზანშეწონილი.

„ჩემი ხალხის შვილი ვარ და ვიცი რით სუნთქავს და ფიქრობს ჩემი ხალხი… მე მაქვს ხალხთან ურთიერთობა და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოების 70%-ზე მეტი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს“, — აღნიშნა მან.

ნატოსა და რუსეთს შორის ვითარება ბოლო დროს იძაბება, უფრო მეტიც, ჩრდილოატლანტიკური ბლოკი რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან ძალზე პროვოკაციულად იქცევა, აღნიშნა ბაღათურიამ.

„არ მინდა და ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს არ უნდა, რომ საქართველო ისეთი სამხედრო ალიანსის წევრი იყოს, რომელსაც რუსეთთან ბირთვული ომის პერსპექტივა აქვს“, — დაასკვნა ბაღათურიამ.

„ქართული დასი“ ცენტრისტული პარტიაა. ბოლო მონაცემებით, პარტიაში რვა ათასი ადამიანი. პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოს თითქმის ყველა მსხვილ ქალაქშია წარმოდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0