ბურჯანაძე: საქართველომ ნატოზე უარი უნდა თქვას

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, დაუშვებელია საქართველო ორი ზესახელმწიფოს დაპირისპირების პოლიგონი იყოს. ქვეყანამ რაიმე სახის სამხედრო ბლოკში შესვლაზე უარი უნდა განაცხადოს.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რათა ქვეყანამ საკანონმდებლო დონეზე უარი თქვას რაიმე სახის სამხედრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე თავში უნდა დაემატოს მუხლი, რომლის თანახმად საქართველო ბლოკგარეშე სტატუსს გამოაცხადებს.. ანუ, საქართველო უარს იტყვის ნებისმიერი სამხედრო ბლოკის წევრობაზე, იქნება ეს ნატო თუ ნებისმიერი სხვა სამხედრო ორგანიზაცია“, — განაცხადა ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე.

ეს ინიციატივა დამოუკიდებლობის, სტაბილურობის, მშვიდობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ეკონომიკური აღორძინების გარანტი იქნება, აღნიშნა მან.

ნინო ბურჯანაძის ბრიფინგი - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: ნატო საქართველოს თავის რიგებში არ მიიღებს

„საქართველოში არცერთი სხვა სახელმწიფოს ან სხვა ორგანიზაციის ჯარი არ უნდა იმყოფებოდეს. საქართველოში არ უნდა იყოს არც ნატოს, არც რუსეთის ჯარი. და როდესაც საქართველოზე ვსაუბრობ, ბუნებრივია, მხედველობაში მაქვს ერთიანი საქართველო — აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ჩათვლით“, — განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი პარტიის წარმომადგენლები რეგიონებში ჩასვლასა და მოსახლეობისთვის ამ ინიციატივის გაცნობას აპირებენ.

„ჩვენი სახელმწიფო ორი ზესახელმწიფოს დაპირისპირების პოლიგონად და ექსპერიმენტების ადგილად ვეღარ დარჩება… ჩვენ მთელს საქართველოს შემოვივლით და ხალხს ავუხსნით, რას ნიშნავს ეს ინიციატივა ქვეყნისთვის. ეს თამამი, პრინციპული გადაწყვეტილებაა, გადაწყვეტილება, რომლის გამოც ჩვენკენ ბევრ ტალახს ისვრიან, მაგრამ ჩვენ ამის არ გვეშინია“, — განაცხადა ბურჯანაძემ.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა ინტენსიურ ფაზაში შევიდა. 2014 წლის სექტემბერში უელსის სამიტზე საქართველოს წარედგინა ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მის ალიანსში გაწევრიანების სწრაფვას უწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0