ეუთოს ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებში დამარცხება წერეთელისთვის გაკვეთილი გახდა

© Sputnik, Alexander Imedashviliგიგი წერეთელი
გიგი წერეთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიგი წერეთელის განმარტებით, მისი დამარცხების მიზეზი ისაა, რომ თავისი მომხრეები - აშშ-ის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლები გუშინ გაემგზავრნენ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია თბილისში 1-5 ივლისს გაიმართა.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ ის არასდროს აგებს, ის იმარჯვებს ან სწავლობს.

გიგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის არჩევნების მეორე ტურში ავსტრიის კანდიდატ კრისტინ მუტონენთან 13 ხმით წააგო.

„მე დიდი მხარდაჭერა მქონდა, მეორე ტურიც გაიმართა. სამწუხაროდ, ბევრი ჩემი მხარდამჭერი გუშინ წავიდა — აშშ-ს, გერმანიის და სხვა დელეგაციების წარმომადგენლები, მათ მოუხდათ რეისების გადაცვლა. ამიტომ მე ვიცოდი, რომ მეორე ტური რთული იქნებოდა. ამას დაემატა გარკვეული სამუშაო, რომელმაც  შედეგზე იმოქმედა“, — განაცხადა გიგი წერეთელმა.

მან აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგების გაანალიზებას არ აპირებს.

კრისტინ მუტონენი - Sputnik საქართველო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად კრისტინ მუტონენი აირჩიეს

„მე მქონდა გამოსვლა, რომელიც კარგი აზრით დავასრულე და რომელსაც ყოველთვის ვეთანხმები: „მე არ ვაგებ, მე ვიმარჯვებ ან ვსწავლობ“. ვისწავლე ბევრი რამ, მათ შორის საკუთარი ხელისუფლების სახელისუფლებო პარტიისგან და ვეცდები, რომ ეს ნასწავლი მომავალში გამოვიყენო“, — აღნიშნა წერეთელმა.

დეპუტატმა განცხადებით, მას ხმა არ მისცეს მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და რუსული დელეგაციის წარმომადგენლებმა.

„რა თქმა უნდა, მათ ჩემთვის ხმა არ მოუციათ. საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის ხმები ერთ მხარეს იყო“, — აღნიშნა წერეთელმა.

მისი განცხადებით, მთავარია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია თბილისში წარმატებით ჩატარდა.

წერეთლის კანდიდატურის მხარდაჭერის მოწოდებით მანამდე ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა, მაგრამ ეს იდეა ბევრ დეპუტატს არ მოეწონა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა თავისი ხმა კრისტინ მუტონენს მისცა.

ყველა ახალი ამბავი
0