ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად კრისტინ მუტონენი აირჩიეს

© FB/OSCE PAკრისტინ მუტონენი
კრისტინ მუტონენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავსტრიის წარმომადგენლის კანდიდატურას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ხმათა უმრავლესობით ავსტრიის წარმომადგენელი კრისტინ მუტონენი აირჩიეს. მან საქართველოს პარლამენტის დეპუტატს გიგი წერეთელს 13 ხმით გაუსწრო.

მუტონენის კანდიდატურა „სოციალ-დემოკრატიულმა პარტია“ წამოაყენა. მას ხმა მისცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 86-მა დეპუტატმა. გიგი წერეთელმა კი 76 ხმა მიიღო.

ეუთოს ასამბლეა - Sputnik საქართველო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

„თქვენთვის ცნობილია, რომ ესაა პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩემ თავზე ვიღებ. თქვენ იცით ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ყველა ვდგავართ. წარმატების გარანტი მხოლოდ დიალოგი შეიძლება იყოს. ყველა ჩემს კოლეგას მადლობას ვუხდი“, — განაცხადა მუტონენმა კენჭისყრის შემდეგ.

თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია 1 ივლისს გაიხსნა.

კრისტინ მუტონენი 1954 წელს დაიბადა. 1999 წლიდან ავსტრიის ეროვნული საბჭოს დეპუტატია, 2000 წლიდან კი ეუთოში ავსტრიის დელეგაციის წევრი. 2014 წლიდან ეუთოს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა, ასევე იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში. პარალელურად მუტონენი არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატი და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სპიკერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო და ევროპულ საქმეებში.

ყველა ახალი ამბავი
0