ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

© Sputnikეუთოს ასამბლეა
ეუთოს ასამბლეა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეზოლუციაში არაფერია ისეთი, რასაც ხმას აფხაზები და ოსები მისცემდნენ.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ  რეზოლუცია „კონფლიქტი საქართველოში“ მიიღო, რომლის ძირითადი ავტორი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია.

რეზოლუცია გმობს რუსეთის შეთანხმებებს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან. დოკუმენტი რუსეთს მოუწოდებს, უკან გაიწვიოს ქართული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება და დაიცვას 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

„ეს დეკლარაცია კონფლიქტის ძალისმიერი გადაწყვეტისკენაა მიმართული. იქ არაფერია ისეთი, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ინტერესები. სამწუხაროდ, ქართველ პოლიტიკოსებს მასში ისეთი არაფერი შეუტანიათ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას თავად გასჩენოდა სურვილი, ამ დეკლარაციისთვის ხმა მიეცა“, — განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ილია კოსტუნოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რეზოლუცია რუსეთს მოუწოდებს, უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა დაბრკოლების გარეშე შესვლა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, ასევე შექმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის შესაძლებლობა.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
უსუფაშვილმა ეუთოს პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთელის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ძირითად საკითხებზე პროგრესის მიღწევის მიზნით, კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს კონსტრუქციული დიალოგისკენ; მოუწოდებს რუსეთს, საკუთარ თავზე აიღოს იურიდიული ძალის მქონე არსებული ვალდებულება  ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს ცალმხრივ ვალდებულებებზე საპასუხოდ“, — ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტში ასევე საუბარია იძულებით გადაადგილებული პირების ღირსეულად დაბრუნების თაობაზე.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ეუთოს, გააორმაგოს ძალისხმევა საქართველოში თავისი საქმიანობის გააქტიურების კუთხით და გაზარდოს თავისი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის პროცესში, მათ შორის ზავის ხელშეწყობის გზით ნდობის გამყარების პროექტების ადგილზე რეალიზაციის საშუალებით“, — აღნიშნულია რეზოლუციაში.

ყველა ახალი ამბავი
0