ჯანდაცვის სამინისტრო: "ქართული" ტარანტულები ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ

© Flickr/ denipetტარანტული
ტარანტული - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ტარანტულების შესაძლო შემოსევის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს.

თბილისი, 5 ივლისი— Sputnik. საქართველოში გავრცელებული ტარანტულები ადამიანებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა.

ვაზიანში, რომელიც თბილისიდან 25 კმ-ში მდებარეობს, ქართული სამხედრო ბაზაა განლაგებული, რომლის ახლოს ოფიცერთა ოჯახები და იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. სწორედ აქ დააფიქსირეს ტარანტულები, რის შესახებაც ვაზიანის დასახლებაში მცხოვრებმა გიორგი ლილუაშვილმა  „ფეისბუქზე“ დაწერა.

ტარანტულების გამოჩენის შესახებ ინფორმაციას თბილისის სხვადასხვა რაიონის მოსახლეობაც ავრცელებს. მათი სიტყვებით, დიდი ობობები ლისის ტბის ტერიტორიაზე შენიშნეს.

„ეს ტარანტულები, უფრო სწორად დიდი ზომის ობობებია. მე ისინი ადრეც ვნახე. ეს ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში ამ სახეობის ობობები ცხოვრობენ და ეს სიახლე არ არის“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ ზახაშვილის სიტყვებს.

ტარანტულები - Sputnik საქართველო
თბილისის შემოგარენში ტარანტულები გამოჩნდნენ

რაც შეეხება გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ისინი ქალაქში დიდი რაოდენობით გამოჩნდნენ, ზახაშვილის სიტყვებით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა ამისა, ისინი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ.

„დიახ, ისინი შხამიანები არიან, მაგრამ მათი შხამი პატარა მწერებზე მოქმედებს. ამ სახეობის ტარანტულას ნაკბენი ადამიანისთვის მტკივნეული იქნება, მაგრამ არა საშიში“, — ხაზგასმით აღნიშნა ზახაშვილმა.
მისი განმარტებით, ტარანტულები წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩნდნენ, ისინი ტარაკნებითა და მწერებით იკვებებიან და სარდაფებსა და მიწაში ცხოვრობენ.

„იმის თქმა, რომ ტარანტულების შემოსევაა, არ შეიძლება“, — დაასკვნა ზახაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0