თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ვაზიანის დასახლებაში ტარანტულების შემოსევის გამო მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, ამის შესახებ „ფეისბუქზე“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა გიორგი ლილუაშვილმა დაწერა.
ვაზიანში, რომელიც თბილისიდან 25 კმ-ში მდებარეობს, ქართული სამხედრო ბაზაა განლაგებული, რომლის ახლოს ოფიცერთა ოჯახები და იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ.
ტარანტულები შხამიან ობობათა ოჯახს მიეკუთვნებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ნარკოტიკულ ეიფორიას იწვევენ და ნარკობაზარზე საკმაოდ მაღალი ფასი აქვთ.
ტარანტულების გამოჩენის შესახებ ინფორმაციას თბილისის სხვადასხვა რაიონის მოსახლეობაც ავრცელებს. მათი სიტყვებით, დიდი ობობები ლისის ტბის ტერიტორიაზე შენიშნეს.