თბილისი, 5 ივლისი– Sputnik. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე აუცილებელი ხმების რაოდენობის მოპოვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო — მეორე ტური გაიმართება.
თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია 1 ივლისიდან მიმდინარეობს.
მეორე ტურში ასამბლეის დეპუტატებმა არჩევანი ორ კანდიდატს შორის — გიგი წერეთელსა („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) და ავსტრიელ კრისტინ მუტონენს („დოციალ-დემოკრატიული პარტია“) უნდა გააკეთოს. გიგი წერეთელის კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე „ევროპულმა სახალხო პარტიამ“ წამოაყენა.
პირველ ტურში ხმათა რაოდენობა ასე გადანაწილდა: კრისტინ მუტონენი — 91, გიგი წერეთელი — 85, ალენ ნერი (საფრანგეთი) – 26. ვერცერთმა კანდიდატმა 50%+1 ბარიერი ვერ გადალახა.
არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 256 დეპუტატს აქვს.
გიგი წერეთელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალის მთავარი კონკურენტია.
გიგიგ წერეთელის კანდიდატურას მხარი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაუჭირა, რაც „ქართული ოცნების“ ბევრ დეპუტატს არ მოეწონა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა არჩევნებში ხმა კრისტინ მუტონენს მისცა.