თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ტერაქტების პრევენციის მიზნით, ავიალაინერების ონლაინ რეჟიმში მომუშავე ვიდეოკამერებით აღჭურვის შესახებ, განაცხადა ასამბლეაში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კოვალიოვმა.
„იგი (რეზოლუცია — რედ.შენ) მიიღეს დეპუტატთა ნაწილის შენიშვნების მიუხედავად, რომლებიც იმ ლოგიკით ხელმძღვანელობენ, რომ ეს შესაძლოა შეეხოს რუსეთს, რუს დეპუტატებს, ესე იგი უნდა დაიბლოკოს“, — უთხრა ჟურნალისტებს დეპუტატმა, რომელიც თავად არის რეზოლუციის ავტორი.
მან დასძინა, რომ რეზოლუცია რეკომენდაციას აძლევს ეუთოს წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს გააკეთონ ყველაფერი ლაინერების ბორტებზე ვიდეო დაკვირვების სისტემების დანერგვისათვის.
მისი თქმით, ასეთი სისტემები საშუალებას მისცემენ სამართალდამცავ სტრუქტურებს საფუძვლიანად მოემზადონ სპეცოპერაციების ჩასატარებლად, თვითმფრინავის გატაცების შემთხვევაში. „გარდა ამისა შესაძლებელი იქნება იმის გაგება, თუ რა მოხადა იმ თვითმფრინავების ბორტზე, რომელიც ამა თუ იმ მიზეზების გამო რადარებიდან გაქრა“, — აღნიშნა კოვალიოვმა.
დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ ელოდება პასუხებს კომპანიებისაგან Airbus და Boeing მათი კუთვნილი თვითმფრინავების ვიდეოკამერებით აღჭურვის შესახებ.