საქართველოში ბოშათა პრობლემებით დაკავდებიან

© photo: Sputnik / Павел Лисицын / გადასვლა მედიაბანკშიბავშვები ბოშათა თემიდან
ბავშვები ბოშათა თემიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 2000-მდე ბოშა ცხოვრობს და მათგან მხოლოდ მესამედია ოფიცილურად დარეგისტრირებული.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. „ბოშათა თემის მდგომარეობა საქართველოში“ — ამ თემას მიეძღვნასახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის თემატური ჯგუფის სამუშაო სხდომა თბილისში. 

შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა გახსნა. 

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო უწყებათაშორის კომისიის ფარგლებში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოში მცხოვრებ მცირერიცხოვან და განსაკუთრებით მოწყვლად ეთნიკური ჯგუფების პრობლემატიკაზე იმუშავებს.

„ბოშათა თემის საკითხი არა მხოლოდ საქართველოში, ასევე ბევრ ევროპულ ქვეყნაში პრიორიტეტული გახლავთ. ამ კუთხით ბევრი გამოწვევა გვაქვს — დაწყებული ბოშათა რეგისტრაციიდან, დასრულებული სტერეოტიპებით, რომელიც საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს. ჩვენი მონაცემებით დღეს საქართველოში მცხოვრები ბოშებიდან მხოლოდ მესამედია დარეგისტრირებული, დანარჩენი ფაქტობრივად სამართლებრივ სივრცეში არ არის. გარდა ამისა, გამოწვევებია ბოშებისთვის განათლებისა და სოციალურ-ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის კუთხით,“ — განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ ეროვნული უმცირესობებისთვის საგანმანათლებლო  პროგრამა შეიმუშავა - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობამ ეროვნული უმცირესობებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა შეიმუშავა

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, საქართველოში არაოფიციალური მონაცემებით 2000-მდე ბოშა ცხოვრობს. 

სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის თემატური ჯგუფის სამუშაო სხდომა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მხარდაჭერით გაიმართა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0