თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. თბილისის სამგორის რაიონში აღადგინეს სანიაღვრე სისტემა, რომელიც კოკისპირული წვიმების შედეგად მწყობრიდან გამოვიდა.
„წვიმის გამო გაიჭედა სანიაღვრე არხები. ამჟამად ყველაფერი აღდგენილია და უკვე არ არის არანაირი პრობლემა. გუშინ 20-მდე გამოძახებაზე ვიყავით და ოპერატიულად გავუწიეთ დახმარება“, -ციტირებს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ ისან-სამგორის რაიონის ხელმძღვანელს გიორგი ბაგრატიონს.
ამ დროისათვის სამგორის რაიონში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ სიტუაციას. ადგილობრივი ხელისუფლება მზადაა პრობლემის გამოვლენისთანავე ნებისმიერ მოქალაქეს გაუწიოს დახმარება.
„შესაძლოა საჭირო გახდეს ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავის შეკეთება. რაიმე სერიოზული ზიანი არ არის“, — აღნიშნა ბაგრატიონმა.