თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. უქმეებზე საქართველოში იწვიმებს — აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა და ძლიერი ქარი, უთხრეს „ნოვოსტი გრუზიას“ კორესპონდენტს გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
2 ივლისი
საქართველოს უმეტეს რაიონებში მოწვიმს და ელჭექით იქნება. ზოგან მოსალოდნელია სეტყვაც. ქვეყნის ტერიტორიაზე ქარის სიჩქარე 10-15 მეტრს მიაღწევს წამში, ხოლო ჭექა-ქუხილის დროს შესაძლოა გაძლიერდეს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამე მოსალოდნელია 16-21 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით 27-32. მაღალ მთაში მოსალოდნელია ღამით პლიუს 9-14, დღისით — 21-26.
აღმოსავლეთ საქართველოში დაბლობში ღამით 16-21 გრადუსი იქნება, დღისით 30-35 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 8-13, ხოლო დღისით 20-25 გრადუსი სითბო.
დედაქალაქში სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას ელიან ელჭექით. ღამით თბილისში ჰაერის ტემპერატურა 19 გრადუსი იქნება, დღისით კი 33 გრადუსი.
3 ივლისი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ ჭექა-ქუხილით. აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. ქარის სიჩქარე 10-15 მეტრს მიაღწევს წამში.
ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში 16-21 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით კი 25-30 გრადუსი. მაღალ მთაში 5-10 გრადუსი ღამით, ხოლო 18-23 გრადუსი დღისით.
აღმოსავლეთ საქართველოში დაბლობში ღამით 15-20 გრადუსი იქნება, დღისით 24-29 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 7-12, ხოლო დღისით 17-22 გრადუსი სითბო.
დედაქალაქში ხანმოკლე წვიმას ელიან. ღამით თბილისში ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსი იქნება, დღისით კი 27 გრადუსი.
4 ივლისი
საქართველოს ყველა რაიონში ხანმოკლე წვიმა იქნება ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა.
ქარის სიჩქარე 10-15 მეტრს მიაღწევს წამში.
ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში 16-21 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით კი 25-30 გრადუსი. მაღალ მთაში 5-10 გრადუსი ღამით, ხოლო 18-23 გრადუსი დღისით.
აღმოსავლეთ საქართველოში დაბლობში ღამით 15-20 გრადუსი იქნება, დღისით 24-29 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 8-13, ხოლო დღისით 15-20 გრადუსი სითბო.
დედაქალაქში ხანმოკლე წვიმას ელიან ელჭექით. ღამით თბილისში ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსი იქნება, დღისით კი 22 გრადუსი.