ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში აფეთქება მოხდა

© photo: Sputnik / Natalya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშინიუ-იორკი
ნიუ-იორკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფეთქება ნობელისა და სომხური ჰუმანიტარული კომისიის პრემია Aurora Prize-ის ლაურეატის, მწერალ ელი ვიზელის დაკრძალვის პროცესიის ახლოს მოხდა.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში აფეთქება მოხდა, დაშავებულია ერთი ადამიანი, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ პორტალ New York Daily News-ზე დაყრდნობით. 

ერაყი - Sputnik საქართველო
ბაღდადში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

გამოცემის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად მამაკაცმა ფეხი დაკარგა. გამოქვეყნებული კადრების თანახმად, მედიკოსებმა დაზარალებულის ჰოსპიტალიზაცია დროულად მოახდინეს.

აფეთქება ნობელისა და სომხური ჰუმანიტარული კომისიის  პრემია Aurora Prize-ის ლაურეატის, მწერალ ელი ვიზელის დაკრძალვის პროცესიის ახლოს მოხდა.

თვითმხილველების თქმით, აფეთქება ნაკლები სიძლიერის იყო.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0