თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ბაღდადის სავაჭრო ცენტრში კვირას მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, რის შედეგადაც 80 ადამიანი დაიღუპა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ არაბულ მედია-საშუალებებზე დაყრდნობით.
როგორც ტელეარხ BBC-ის ერაყის შსს-ს წარმომადგენელმა საად მაანმა განუცხადა, „ დანაღმული მანქანა ერთ-ერთ რესტორანთან იმ დროს აფეთქდა“, როდესაც რაიონში ხალხმრავლობა იყო, რომლებიც მუსლიმანური დღესასწაულის რამადანის დასრულების აღსანიშნავად, საჩუქრების საყიდლად იყვნენ გამოსული.
შსს-ს მონაცემებით, ტერაქტს 80 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 100-ზე მეტი კი დაშავდა.