დამოუკიდებლობის 240 წელი - შტატების საელჩომ თბილისში ღონისძიება გამართა

CC BY 2.0 / Julian Carvajal / Flagამერიკის დროშა
ამერიკის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საელჩოს ტერიტორიაზე მისულ 1200-მდე სტუმარს ორგანიზატორებმა საზეიმო გარემო დაახვედრეს.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერიდან 240 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეერთებული შტატების საელჩომ და სავაჭრო პალატამ ოჯახურ პიკნიკს უმასპინძლა, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2"

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში ამერიკის დღეებს ივნისში აღნიშნავენ

„ვფიქრობ 4 ივლისს ყველა ამერიკელი ნოსტალგიურად არის განწყობილი, რადგან ამ დღეს ყველაზე ამერიკული დღესასწაული აღინიშნება. ჩემთვის სასიხარულოა რომ საქართველოში ვიმყოფები. ჩიკაგოს შემდეგ ეს პირველი ადგილია, სადაც დამოუკიდებლობის დღეს სიამოვნებით აღვნიშნავ“, — განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ.

საელჩოს ტერიტორიაზე მისულ 1200-მდე სტუმარს ორგანიზატორებმა საზეიმო გარემო დაახვედრეს.

ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0