თბილისი, 25 მაისი — Sputnik. 2-6 ივნისს საქართველოს ოთხ ქალაქში ამერიკის დღეები აღინიშნება, იუწყება ამერიკის საელჩოს პრეს-სამსახური.
აშშ-ის დღეების საზეიმო აღნიშვნა ზუგდიდიდან, 15:00 საათზე დადიანების სასახლის მახლობლად, იუსტიციის სახლის სკვერში დაიწყება, გაიმართება საინფორმაციო გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამები, საგრანტო პროგრამები, USAID-ის და საქართველოში მშვიდობის კორპუსის პროგრამები. მოგვიანებით, 18 საათზე ამერიკული ჰიპ-ჰოპ ბენდი Dangerflow და მოცეკვავეების ჯგუფი Sea2Sea კონცერტს გამართავენ.
საზეიმო ღონისძიებები 3 ივნისს ახალციხეში, რაბათის ციხესიმაგრეში, 4 ივნისს — ქალაქ გორში, სტალინის ბაღში და 6 ივნისს თბილისში — რიყის პარკში გაგრძელდება.