"ოლიმპიურ სოფელში" ახალმოსახლეობას 100 დევნილი ოჯახი ზეიმობს

© mra.gov.ge"ოლიმპიურ სოფელში" ახალმოსახლეობას100 დევნილი ოჯახი ზეიმობს
ოლიმპიურ სოფელში ახალმოსახლეობას100  დევნილი ოჯახი ზეიმობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი ჯამში უკვე 691-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, მათ შორის 430-მა თბილისის ზღვაზე.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. თბილისის ზღვაზე, ეგრეთ წოდებულ „ოლიმპიურ სოფელში", ახალაშენებულ კორპუსში ბინა კიდევ 100 დევნილ ოჯახს გადაეცა, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დევნილ ოჯახებს ახალი ბინის გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს. 

თბილისში ახალაშენებულ კორპუსში 30 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა - Sputnik საქართველო
დევნილ ოჯახებს თბილისში ბინები გადაეცათ

ბოლო ორი წლის განმავლობაში, თბილისში 17 ნგრევადი ან სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალ კორპუსებში გადაეცათ.

თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი ჯამში უკვე 691-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, მათ შორის 430-მა თბილისის ზღვაზე.

2016 წლის ბოლომდე კი, „ოლიმპიურ სოფელსა“ და მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი კიდევ 400 დევნილი ოჯახი გახდება.


ყველა ახალი ამბავი
0