დევნილ ოჯახებს თბილისში ბინები გადაეცათ

© www.mra.gov.geთბილისში ახალაშენებულ კორპუსში 30 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
თბილისში ახალაშენებულ კორპუსში 30 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის დედაქალაქში საცხოვრებელი ბინები დევნილთა 561 ოჯახს გადაეცა.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს Dirsi-ს ახალაშენებულ კორპუსში 30 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა დევნილ ოჯახებს ახალი ბინის გასაღებები გადასცეს. 

უწყების ინფორმაციით, სამინისტრომ Dirsi-ს კორპუსში 30 ოროთახიანი ბინა 1 746 310 ლარად შეისყიდა და დევნილ ოჯახებზე გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გაანაწილა.

© Photo by press-service of Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Accommodation and Refugees of Georgiaთბილისში ახალაშენებულ კორპუსში 30 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
თბილისში ახალაშენებულ კორპუსში 30 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა - Sputnik საქართველო
თბილისში ახალაშენებულ კორპუსში 30 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

Dirsi — ეს არის „მინი ქალაქი“, სადაც საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად განთავსებულია: საბავშო ბაღები, სკოლები, სავაჭრო-გასართობი ცენტრი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სამედიცინო ცენტრი, კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო სათამაშო მოედნები და ა.შ. 

უახლოეს მომავალში, თბილისის ზღვაზე, „ოლიმპიურ სოფელში“ ბინა კიდევ 100 დევნილ ოჯახს გადაეცემა. 

2016 წლის ბოლომდე კი, „ოლიმპიურ სოფელსა“ და მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მფლობელი 400 დევნილი ოჯახი გახდება. 

თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა უკვე გადაეცა 561 დევნილ ოჯახს.

ყველა ახალი ამბავი
0