ტერაქტთან დაკავშირებით თურქეთში "ისლამური სახელმწიფოს" 20 ბოევიკია დაპატიმრებული

© photo: Sputnik / Ирина Попова / გადასვლა მედიაბანკშისტამბულის ათათურქის აეროპორტი
სტამბულის ათათურქის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის სახელმწიფო მეთაურის განცხადებით, სტამბულის ათატურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 20 ბოევიკი დაპატიმრებულია და მათი უმეტესობა თურქეთის მოქალაქე არ არის.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik.  ბოლო ონფორმაციით, სტამბულის ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ მედია-საშუალებებზე დაყრდნობით. 

სტამბოლის აეროპორტი - Sputnik საქართველო
მასმედია: სტამბულის ტერაქტი საქართველოში ადრე დაკავებულმა ჩატაევმა მოაწყო

თურქეთის სახელმწიფო მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 20 ბოევიკი დაპატიმრებულია და მათი უმეტესობა თურქეთის მოქალაქე არ არის.

„ბოლოს მოპოვებული მტკიცებულებები მეტყველებს, რომ ტერაქტი „ისლამური სახელმწიფოს“ ორგანიზებული იყო“, — განაცხადა ერდოღანმა „როიტერთან“ საუბრისას. 

თურქულმა  მედიამ სამართალდამცავ ორგანოების წყაროზე დაყრდნობით პარასკევს განაცხადა, რომ ორ თვითმკვლელ-ტერორისტს, რომლებმაც სტამბულში ტერაქტი მოაწყვეს, რაკიმ ბულგაროვისა და ვადიმ ოსმანოვის სახელზე გაცემული რუსეთის პასპორტები ჰქონდათ. 

ტერაქტის ორგანიზებაში ასევე ეჭვმიტანილია ჩეჩენი ეროვნების აჰმედ ჩატაევი, რომელიც „იმარატ კავკაზის“ ლიდერთან დოკუ უმაროვთან მუშაობდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0