3 ივლისს თამარაშვილის ქუჩა გადაიკეტება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს დაგეგმილ ავტორბოლასთან დაკავშირებით შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი. აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა 14:00 საათზე აღდგება.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ავტორბოლასთან დაკავშირებით 3 ივლისს,  უნივერსიტეტის ქუჩის კუთხიდან „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურამდე თამარაშვილის ქუჩა 07:00 საათიდან 14:00 საათამდე დაიკეტება, იუწყება თბილისის მერია.  

დათა ქაჯაია - Sputnik საქართველო
დათა ქაჯაია ავტორბოლაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ ათეულში მოხვდა

როგორც მერიაში აცხადებენ, შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი. კერძოდ, ვაკიდან მეტრო „დელისისკენ“ მიმავალი სატრანსპორტო საშუალება  თამარაშვილის ქუჩიდან გადაუხვევს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, მობრუნდება ხიდზე, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გავლით გავა ვაჟა ფშაველას გამზირზე და გააგრძელებს გზას დადგენილი მარშრუტით.  

მეტრო „დელისიდან“ ვაკის მიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თამარაშვილის ქუჩიდან ჩავა ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილზე, შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და გურამ ავალიშვილის ქუჩების გავლით მოხვდება ჭავჭავაძის გამზირზე და მობრუნდება ვაკის პარკთან.

განსხვავებული მარშრუტი ექნება N140 ავტობუსს — ქავთარაძის ქუჩიდან,  ყაზბეგის გამზირის, პეკინისა და კოსტავას ქუჩების გავლით,  გადაადგილდება ვარაზისხევისკენ, მელიქიშვილის გამზირიდან კი გზას ჩვეული მარშრუტით განაგრძობს.


ყველა ახალი ამბავი
0