დათა ქაჯაია ავტორბოლაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ ათეულში მოხვდა

© FB/დათა ქაჯაია დათა ქაჯაია
დათა ქაჯაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დათა ქაჯაია პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ამ ჩემპიონატში მონაწილეობს.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ძარიანი ავტომობილებით მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც 11 ქვეყანაში მიმდინარეობს, პირველად ისტორიაში, ქართველი სპორტსმენი დათა ქაჯაია ასპარეზობს, იუწყება შს სამინისტროს პრესსამსახური.

ქართველი მრბოლელი, ტურნირის მე-6 ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველ ათეულშია.

დათა ქაჯაია შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის Mia force-ის წევრი და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია „ჩვენი გულისთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის“ სახეა.

მან მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ტელეარხ TCR International-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მრბოლელი ჩემპიონატში კამპანია  „ჩვენი გულისთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის“ სტიკერებიანი ავტომობილით მონაწილეობს.

„შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის Mia force-ის წევრმა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახე დათა ქაჯაიამ, რომელიც ძარიანი ავტომობილებით რბოლაში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს, საკუთარ სარბოლო ავტომობილზე კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები განათავსა“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0