ილია მეორემ აბიტურიენტი მსჯავრდებულები დაასაჩუქრა

© moc.gov.geპატრიარქმა აბიტურიენტი მსჯავრდებულები დაასაჩუქრა
პატრიარქმა აბიტურიენტი მსჯავრდებულები დაასაჩუქრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მოხდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულებს, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ ერთიანი ეროვნულ გამოცდებს, სამომავლოდ დისტანიცურად სწავლის შესაძლებლობა მიეცემათ.

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N 11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების მსჯავრდებულები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა და დაასაჩუქრა. აბიტურიენტ მსჯავრდებულებს ილია მეორემ საჩუქრად წიგნები და პირადი მოხმარების ნივთები გაუგზავნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები, 1 ივლისს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდით დაიწყო. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 38 500 ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 44 ათასი ადგილია.  

გამოცდა - Sputnik საქართველო
აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების ჩაბარების დრო გაუხანგრძლივეს

N 11 სარეაბილიტაციო დაწესებულების არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოამზადეს, რომლებიც აბიტურიენტ მსჯავრდებულებს ინდივიდუალურად ამეცადინებდნენ.

სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მოხდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულებს, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ ერთიანი ეროვნულ გამოცდებს, სამომავლოდ დისტანიცურად სწავლის შესაძლებლობა მიეცემათ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0