ავტოავარიის დროს დასავლეთ საქართველოში ჩეხეთის მოქალაქეები დაშავდნენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხოელები მსუბუქ ავტომობილში იმყოფებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. ფოთის გამოსასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ჩეხეთის მოქალაქეები. ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოში ავტოავარიებს 2015 წელს 600 ადამიანი შეეწირა

წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს დაეჯახა მიკროავტობუსი და „ნისანის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ჩეხეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს შსს–ს მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევებს 2015 წელს საქართველოში 602 ადამიანი ემსხვერპლა, ტრავმები მიიღო თთქმის 9,9 ათასმა ადამიანმა.

ავტო–საგზაო შემთხვევების რაოდენობით გასული წელი რეკორდული აღმოჩნდა – საქართველოში 6,4 ათასზე მეტი შემთხვევა მოხდა.


ყველა ახალი ამბავი
0