საქართველოში ავტოავარიებს 2015 წელს 600 ადამიანი შეეწირა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანევრირების წესების დარღვევა და სიჩქარის გადაჭარბება — საქართველოში ადამიანები ძირითადად ამ მიზეზით იღუპებიან ავტოავარიებში.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. გასული წლის განმავლობაში ავტოავარიებს საქართველოში 602 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა დაახლოებით 9.9 ათასი კაცი, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

პარკირება - Sputnik საქართველო
სექტემბრისთვის თბილისში ტროტუარებზე პარკირება აიკრძალება

დაღუპულთა დიდი ნაწილი 40–დან 61 წლამდე ასაკის ადამიანია და ასეთთა რაოდენობა 142 კაცია. ავტოავარიებში გარდაიცვალა 28 ბავშვი და მოზარდი.

გასული წელი რეკორდული გამოდგა ავარიების მხრივ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. სტატისტიკის თანახმად, 2015 წელს 440–ით მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე ეს 2014 წელს იყო.

ავარიების ნახევარზე მეტი თბილისსა და მცხეთა–მთიანეთის მხარეზე მოდის, ყველაზე ნაკლები – კახეთზე.

მანევრირების წესების დარღვევა და სიჩქარის გადაჭარბება — საქართველოში ადამიანები ძირითადად ამ მიზეზით იღუპებიან ავტოავარიებში.

ყველა ახალი ამბავი
0