იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ბანგლადეშში ტერაქტს 9 იტალიელი ემსხვერპლა

© REUTERS / Reuters TVბანგლადეში, დაკა
ბანგლადეში, დაკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობა იმის თაობაზე, რომ დაღუპულთა შორის კიდევ ერთი იტალიელია, ჯერჯერობით არ დასტურდება. ერთი ცხედარი ჯერ არ ამოუცნიათ.

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ტერაქტის შედეგად ცხრა იტალიელის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა.

შეიარაღებული ტერორისტები დაკას დიპლომატიურ კვარტალში რესტორანს 1 ივლისს საღამოს დაესხნენ თავს. შაბათს დილით პოლიციამ შენობა შტურმით აიღო. ექვსი ბოევიკი ლიკვიდირებულია. ოპერაციის შედეგად პოლიციამ 13 ადამიანის გათავისუფლება შეძლო. დაიღუპა 20 მძევალი.

სტამბული - Sputnik საქართველო
სტამბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 42-ს მიაღწია

ჟურნალისტებთან საუბარში საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მეათე იტალიელის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, იმავე რესტორანში იმყოფებოდა, ინფორმაცია ჯერჯერობით არა აქვს. თუმცა, ჯენტილინიმ მიანიშნა, რომ ცხედარი, რომელიც ჯერ არ ამოუცნიათ, დიდი ალბათობით, სწორედ მისია.

„ამჟამად დადგენილია ცხრა იტალიელი მსხვერპლი“, – განაცხადა მინისტრმა.

უფრო ადრე იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რესტორანში ტერაქტის დროს 11 იტალიელი იმყოფებოდა, ერთმა გაქცევა მოახერხა.


ყველა ახალი ამბავი
0