თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი 6 ივლისს საქართველოს ეწვევა. ის სახელმწიფოს პირველ პირებთან და ოპოზიციასთან გამართავს შეხვედრებს, აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
კერი და მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი განიხილავენ „რიგ ორმხრივ საკითხებს, მათ შორის აშშ–ის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებაში და ოქტომბრის არჩევნების წარმატებით ჩატარებას“.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება.
შემდეგ კერი სტრატეგიული პარტნიორობის ქართულ–ამერიკული კომისიის სხდომას თანათავმჯდომარის რანგში დაესწრებაა, ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.
აშშ–ის სახელმწიფო მდივანი 7 ივლისს უკრაინაში გაემგზავრება.