კერი: უთანხმოების მიუხედავად, რუსეთსა და აშშ-ს თანამშრომლობა შეუძლიათ

© AP Photo / Leonhard Foegerჯონ კერი და სერგეი ლავროვი
ჯონ კერი და სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ იმედი გამოთქვა, რომ მისი შეხვედრა სერგეი ლავროვთან კონსტრუქციული იქნება.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ისეთ დიდ ზესახელმწიფოებს, როგორებიც რუსეთი და აშშ არიან, მიუხედავად რიგ საკითხებზე მათ შორის არსებული უთანხმოებისა, თანამშრომლობა შეუძლიათ, განაცხადა ხუთშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.

„ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ორ უძლიერეს ზესახელმწიფოს, ისეთებს, როგორიც ჩვენი ქვეყნებია, მიუხედავად რიგ საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოებისა, თანამშრომლობა შეუძლიათ.

როდესაც ასეთი აუცილებლობა ჩნდება, შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ. იმედი მაქვს, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა კონსტრუქციული იქნება“, — განაცხადა კერიმ მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის წინ.

ჯონ კერი - Sputnik საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მოსკოვში ჩაფრინდა

„ბევრი იმედოვნებს, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა და ის შეხვედრები, რომლებიც ბოლო დროს ჩატარდა, ნამდვილად მოგვცემს საშუალებას, გაიხსნას გზა შემდგომი პროგრესისთვის მრავალ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით“, — განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

„კერძოდ, სირიაში კონფლიქტი — ეს რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს“, — აღნიშნა მან.

„ასევე უნდა მოინახოს შესაძლებლობა, რომ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ვითანამშრომლოთ, სხვა გამოწვევებზე, რომლებსაც ვაწყდებით, კერძოდ, იემენში, ლიბიაში, იმაზე, რაც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას ეხება“, — აღნიშნა კერიმ.

„ბრიუსელში მომხდარი მოვლენები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ თითოეულმა ქვეყანამ, რომელსაც ამ თვალსაზრისით რამის გაკეთება შეუძლია, ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს იმისთვის, რათა ბოლო მოეღოს „ისლამური სახელმწიფოს“ ამ უბედურებას და ძალადობრივ ექსტრემიზმს“, — განაცხადა კერიმ.

ყველა ახალი ამბავი
0