თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. ათასობით ლონდონელი გამოვიდა ქალაქის ცენტრში, რათა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლა გააპროტესტოს, აქციას „მარში ევროპისთვის“ ეწოდა.
აქციის მონაწილენი არიან ისინი, ვინც რეფერენდუმზე ევროკავშირის წევრობას მისცა ხმა, მათ შორის ჩინოვნიკები, პოლიტიკოსები, ბიზნესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა მანამდე განაცხადეს, 23 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით უკმაყოფილო დაახლოებით 40 ათასი ადამიანი ბრიტანეთის დედაქალაქის ცენტრს პარლამენტის შენობის მიმართულებით გაივლის.
ლონდონში ანალოგიური აქცია რამდენიმე დღის წინაც გაიმართა. მაშინ მიტინგი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გადაიდო, მაგრამ მსვლელობა მაინც გაიმართა.
დიდ ბრიტანეთში 23 ივნისს ევროკავშირის წევრობის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, ევროკავშირიდან გამოსვლას ხმა 51,9%–მა მისცა.