თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. პოლიციამ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა, იუწყება საქართველოს შსს–ს პრეს–სამსახური.
ინციდენტი 1 ივლისს თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მოხდა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მკვლელობა შურისძიების მიზნით მოხდა. სავარაუდო მკვლელი 1986 წელს დაბადებული მამაკაცი მსხვერპლს იცნობდა.
მსხვერპლი თავსა და მკერდში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამოღებულია მკვლელობის იარაღი – ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით).