თბილისის პოლიციამ მკვლელობა უსწრაფესად გახსნა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს–ს თანამშრომლებს მკვლელის დასაკავებლად სულ რამდენიმე წუთი დასჭირდათ.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. თბილისელმა ლევან ბ.-მ სიტყვიერი შელაპარაკებისას დანით დაჭრა ნაცნობი იგორ ნ. და ამის შემდეგ მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ რამდენიმე წუთში დააკავა.

„ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკებისას ნაცნობს — 1972 წელს დაბადებულ იგორ ნ.-ს სხეულზე ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა“, — ნათქვამია შსს–ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „განზრახ მკვლელობის“ მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0