თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. ტაჯიკეთის აღმოსავლეთით, რაშთის რაიონში პარასკევს საღამოს მომხდარმა მიწისძვრამ ათეულობით საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ობიექტი, ზოგი ნაწილობრივ და ზოგი მთლიანად დაანგრია, იუწყება „Sputnik ტაჯიკეთი“ საგანგებო სიტუაციების კომიტეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დუშანბედან ჩრდილო აღმოსავლეთით 147 კილომეტრში დაფიქსირდა. ეპიცენტრში მიწისძვრის სიმძლავრე 5–6 ბალს შეადგენდა, ხოლო დედაქალაქში – დუშანბეში – 2 ბალს.
მიწისძვრა პარასკევს თბილისის დროით 18:58 საათზე მოხდა. სტიქიური უბედურების ადგილზე იმყოფება სამთავრობო კომისია ტაჯიკეთის ვიცე–პრემიერის ხელმძღვანელობით.