თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ყვარლის რაიონში 3,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია ილიას უნივერსიტეტთან არსებული სეისმური მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიწისქვეშა ბიძგები 13:29 საათზე ქალაქ ყვარლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 10კმ-ში. სოფელ ჭიკაანიდან 1 კმ-ში დაფიქსირდა.
მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.