"მის ბიუსტი 2016"-ზე ქართველი გოგონები საცურაო კოსტიუმებში წარდგნენ

გამოწერა

საქართველოში ქალის სილამაზის საქველმოქმედო კონკურსი „მის ბიუსტი 2016“  გაიმართა.  Sputnik-ი კონკურსის ამსახველ ვიდეოკადრებს გთავაზობთ. 

თბილისში ქალის სილამაზის საქველმოქმედო კონკურსი „მის ბიუსტი 2016“  გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც 18 წლის ნინო გოგავა გახდა. მას საჩუქრად ანტალიის ერთკვირიანი და  ბათუმში დასასვენებელი საგზურები გადაეცა და ასევე პროფესიონალურ ფოტოსესიაში მონაწილეობის საშუალება მიეცა. 

კონკურსის ფინალში ათი გოგონა გავიდა. - Sputnik საქართველო
თბილისში "მის ბიუსტი 2016" გაიმართა

კონკურსში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა არანაკლებ ოთხი ზომის ბუნებრივი მკერდი და ასევე ასაკი — 18-დან 37 წლამდე იყო. კონკურსანტებს ჟიური აფასებდა, რომელთა შორის ერთი პლასტიკური ქირურგი იყო.

 „ვიცე-მის ბიუსტი 2016“ 28 წლის ანა მარიდაშვილიგახდა, რომელსაც ოთხი ზომის მკერდი აღმოაჩნდა. ყველაზე დიდი ბიუსტის მქონედ აზერბაიჯანელი ალიშა ალ საადი დასახელდა, რომელსაც ცხრა ზომა მკერდი ჰქონდა.

გარდა ამისა, კონკურსზე სხვადასხვა ნომინაციების მფლობელები გამოვლინდნენ. ყველა კონკურსანტს დიპლომები გადაეცათ. კონკურსის ფინალურ საღამოზე სტუმრებს  მკერდის ფორმის ტორტით გაუმასპინძლდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0