საქართველოში პირველად ჩატარდა ქალის სილამაზის საქველმოქმედო კონკურსი „მის ბიუსტი 2016“, რომელიც ორგანიზებულია Nino Adamashvili & Company-ს და კომპანია Art House-ის მიერ.
საქართველოში პირველად გამართული „მის ბიუსტი 2016"-ის კონკურსი რუსეთსა და უკრაინაში მსგავსი კონკურსების ანალოგია. ღონისძიების სპონსორების შემოწირულობები მოწოდებულია დაეხმაროს ქალებს, რომლებიც სარძევე ჯირკვლის სიმსივნით, ასევე ანორექსიით არიან დაავადებული.
კონკურსში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო ბუნებრივი ბიუსტის მინიმუმ მეოთხე ზომა, ამას გარდა მონაწილეებისთვის დაწესდა ასაკობრივი შეზღუდვა — 18-დან 37 წლამდე.
კონკურსი სხეულის ბუნებრივი პროპორციების პროპაგანდას ემსახურებოდა და მიმდინარეობდა დევიზით „გახდი წარმატებული საკუთარი პროპორციებით და არა პლასტიკური ქირურგიით“.
კონკურსის ფინალში ერთმანეთს ათამდე მონაწილე ეჯიბრებოდა. მათ 12-კაციანი ჟიური აფასებდა, რომელთა შორის პლასტიკური ქირურგიც იყო.
გოგონები მონაწილეობას იღებდნენ ფოტოსესიებში, სხვადასხვა ღონისძიებებსა და შოუში.