მინისტრი: ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტებს არ უჭირთ

© Courtesy of Aleksandre Jejelavaალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, რომელიც წელს ახლებურად ტარდება.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. აბიტურიენტები იოლად ართმევენ თავს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების სისტემას, უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც აუცილებელია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად, 1 ივლისს ქართული ენის გამოცდით დაიწყო. წელს ახალი სისტემა შემოიღეს: ამჯერად აბიტურიენტები კითხვებს ელექტრონული სახით იღებენ და არა ბეჭდური. ხოლო პასუხებს — კვლავ წერილობით გასცემენ. 

„რა თქმა უნდა იყო შენიშვნებიც, ამბობდნენ, რომ ელოდნენ ფურცლებს, ზოგიერთები უკმაყოფილონი იყვნენ კომპიუტერის დანახვით, მაგრამ მთლიანობაში აბიტურიენტები გამოცდებს უპრობლემოდ აბარებენ, მშვიდ გარემოში, — თქვა ჯეჯელავამ. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა

მინისტრს მუდმივი კავშირი აქვს  გამოცდებისა და შეფასებების ცენტრთან და უწყვეტ რეჟიმში ირებს ინფორმაციას გამოცდების მიმდინარეობაზე. 

„არც ისე ცხელა, რომ ხალხი სიცხისაგან დაიხოცოს. ამის გამო ძალიან ვღელავ, რადგან ბევრგან არ არის კონდენციონერი და თქვენ იცით, რომ გამოცდა ისედაც სტრესია, ხოლო სიცხეში გამოცდის ჩაბარება უფრო რთულია. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო“, —აღნიშნა ჯეჯელავამ. 

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 38 500 ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 44 ათასი ადგილია. 


ყველა ახალი ამბავი
0