საქართველოს პრემიერმა აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა

გამოწერა
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები,  1 ივლისს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდით დაიწყო. რეგისტრაცია 8 ათას 500-მა აბიტურიენტმა გაიარა, უმაღლეს სასწავლებლებში კი 44 ათასი ადგილია.

„აბიტურიენტების ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება, ამიტომაც ამ დღეს განსაკუთრებული მღელვარება ახლავს თან. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და თითოეულ თქვენგანს გისურვოთ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა და წარმატება", — ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ აბიტურიენტები დასახული მიზნის მიღწევას შეძლებენ და საქართველოს განათლებული თაობა ეყოლება, რომლითაც იამაყებს.

© Sputnik / Maria Tsimintiaერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქცევის წესები
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქცევის წესები - Sputnik საქართველო
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქცევის წესები

 

ყველა ახალი ამბავი
0