საქართველო რეაგირების გარეშე არ დატოვებს, თუ რუსეთის დელეგატებმა კანონი დაარღვიეს

© FB/ Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მყოფ რუსეთის დელეგაციის წევრებს არ დააკავებენ, თუ გაირკვევა, რომ მათ ქართული კანონმდებლობა დაარღვიეს, მაგრამ ქართული მხარე ამ საკითხს რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ზომებს მიიღებს, თუ გაირკვევა, რომ თბილისში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მყოფი რუსეთის დელეგაციის წევრები ქართული მხარისაგან ფარულად იმყოფებოდნენ აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთში), თქვა საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ნიკოლაი კოვალიოვი - Sputnik საქართველო
კოვალიოვი: რუსი და ქართველი ხალხი ერთმანეთს იზიდავს

„ეს არის ძალიან დელიკატური საკითხი. ამ ფორუმის მომწვევი მხარე არ არის საქართველო, არის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა. გამომდინარე აქედან, ჩვენ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით ვალდებული ვართ, რომ დელეგატები ჩამოვუშვათ ყრილობაზე. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ შეიქმნა მექანიზმი, ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს, რომ მათ შეერჩიათ ისეთი დელეგატები, რომლებსაც დარღვეული არ ექნებდათკანონი. ჩემთვის ამჟამად ეს ინფორმაცია უცნობია. რეაგირება აუცილებლად იქნება ჩვენი მხრიდან. დელეგატების დაკავებას ვერ დავიწყებთ საქართველოში, მაგრამ დამერწმუნეთ, რეაგირება იქნება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


ყველა ახალი ამბავი
0