საქართველო ცხინვალის რეგიონის გავლით რუსეთში ტვირთის ტრანზიტის წინააღმდეგია

© FB/ Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს უარის მიზეზი რუსეთში ცხინვალის რეგიონის გავლით ტვირთის გადაზიდვაზე რუსეთის პოზიცია გახდა, რომელსაც ქართული კანონმდებლობის გათვალისწინება არ სურს.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველომ რუსეთში ტვირთის ტრანსპორტირებისთვის ცხინვალის რეგიონის გამოყენებაზე უარი განაცხადა. ამის მიზეზია რუსეთის პოზიცია არაღიარებული ტერიტორიის სტატუსთან დაკავშირებით, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ერთადერთი მოქმედი სახმელეთო საკონტროლო გამტარი პუნქტი საქართველოდან რუსეთისკენ გზაზე სამხედრო გზაზე მდებარეობს, რომლის ნაწილი კოკისპირული წვიმებისა და ღვარცოფის შედეგად დაინგრა.

„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ის ისტერიკა, რომელიც შეიქმნა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადების შემდეგ. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება სომხეთთან. მოგეხსენებათ, რომ დევდორაკის მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გზა არის განადგურებული, დასჭირდება სავარაუდოდ 2 კვირა მაინც”, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამ პერიოდში დიდი პრობლემა ექმნებათ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ექსპორტიორებს რუსეთის ბაზარზე ხილის გატანის კუთხით და ასევე პრობლემა შეექმნათ სომხეთის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს, აღნიშნა მან.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
უსუფაშვილი: რაც უფრო მეტი გზა დააკავშირებს საქართველოს მსოფლიოსთან, მით უკეთესი

„მიგვაჩნია, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის აუცილებელია, ვიყოთ საიმედო პარტნიორი. სწორედ ამიტომ, მე მქონდა საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან და მათი წინადადება იყო, რომ ისინი თავად დაელაპარაკებოდნენ რუსეთის ფედერაციას, რათა დროებით, მაქსიმალურად უმტკივნეულო რეჟიმში, რომ აქ არ მოხდეს არანაირი შეხება სტატუსზე”, — განმარტა პრემიერმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედებს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომელიც ფორსმაჟორულ სიტუაციებში ითვალისწინებს ნეიტრალური სტატუსით ტვირთის გატარებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

„სამწუხაროდ, ჩვენმა სომეხმა კოლეგებმა გვაცნობეს, რომ რუსეთის ფედერაციიდან იყო ცოტა არ იყოს არაადეკვატური პასუხი, რაც უკვე პირდაპირ იყო დაკავშირებული მათ მიერ აღიარებული ტერიტორიის სტატუსთან. ამიტომ, ჩვენ უარი ვთქვით ამ გზის გამოყენებაზე, ვინაიდან, ჩვენი წინადადება იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მომხდარიყო ფორსმაჟორული გახსნა ამ არხის. ჩვენ ავირჩიეთ ბორანის გზა. შავი ზღვის მეშვეობით გადის დღესდღეობით ეს ტვირთი რუსეთის მიმართულებით”, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0