საქართველო მზადაა, რუსეთთან დიალოგი განაგრძოს

© photo: Sputnik / Кирилл Каллиников / გადასვლა მედიაბანკშიკრემლი
კრემლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მზადაა განაგრძოს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების კურსი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეუთოს საპარლამენტო სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. სესია თბილისში 1-5 ივლისს იმართება.

საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს.

„2012 წლიდან საქართველოს მთავრობა რუსეთთან ურთიერთობებში ნორმალიზებისა და დეესკალაციისკენ ისწრაფვის. აღდგა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, გვარდება გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემები. ჩვენ მზად ვართ, რუსეთთან ეს კურსი და დიალოგი განვაგრძოთ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ნიკოლაი კოვალიოვი - Sputnik საქართველო
კოვალიოვი: საქართველომ დანაპირები შეასრულა

ამასთან, მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკურ ალიანსში სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართული არ არის და ეს საფრთხედ არ უნდა იყოს აღქმული.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.

შეხვედრის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მათზე ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კულტურილ-ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთობის საკითხები განიხილება.

ყველა ახალი ამბავი
0