აღმოსავლეთ საქართველოს სოფლების მოსახლეობა უშუქოდაა დარჩენილი

© courtesy of Energo pro Georgiaელექტროგადამცემი ხაზები
ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უამინდობის გამო ლაგოდეხის რაიონის სოფლების მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ხუთშაბათს ღამით ლაგოდეხის რაიონში ძლიერმა ქარმა და თავსხმა წვიმამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები, წააქცია ხეები და სოფლების მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

სოფელ ნინიგორში ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი ახადა.

„ქარიშხალი ღამის დაახლოებით 12 საათზე დაიწყო და ზუსტად ერთი საათი გაგრძელდა. მერე დაახლოებით სამი საათი კოკისპირულად წვიმდა მეხამრიდის ხმა გავიგეთ, რომელიც მეზობელ სოფელში, გრაფოვკაში დააყენეს. დილის 4 საათისთვის ყველაფერი მიწყნარდა. დილით ვნახეთ, რომ ჩვენი სახლის ნახევარი სახურავი დანგრეულია“, — განაცხადა სოფლის მცხოვრებმა ლირა ხატიაშვილმა.

ძლიერი ქარი - Sputnik საქართველო
თელავში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ლაგოდეხის რაიონულ ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლოსთვის აღდგება. ამჟამად სპეციალურის სამსახურები აღდგენის სამუშაოებს აწარმოებენ, ხოლო კომისია ზარალს ითვლის.

„ქარიშხალმა ნახევარი სახურავი გადახადა. წყალი სახლში შემოვიდა. დილით საკრებულოში გვინდა წასვლა, რომ ზარალზე გვეცნობებინა, მაგრამ გავიგეთ, რომ კომისია მოვა და ზარალს დაითვლის და ველოდებით“, — განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ლეილა წიკლაურმა.

ლაგოდეხის რაიონში სულ დაახლოებით 70 სოფელია. რაიონულ ადმინისტრაციაში ჯერჯერობით უჭირს იმის თქმა, ზუსტად რამდენი სოფელი დაზარალდა. შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ყველა ახალი ამბავი
0