თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. კრეატიულობის 63-ე საერთაშორისო ფესტივალზე „კანის ლომები“ ქართველმა მარკეტოლოგებმა „ბრინჯაოს ლომი“ მიიღეს.
ფესტივალი, რომელმაც მთელი მსოფლიოდან ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა მარკეტოლოგებს მოუყარა თავი, საფრანგეთის ქალაქ კანში 2016 წლის 18-24 ივნისს გაიმართა.
მესამე ადგილის პრიზიორი და „ბრინჯაოს ლომის“ მფლობელი ქართული სარეკლამო კომპანია Leavingstone გახდა, რომელმაც თავისი სარეკლამო პროდუქტი PR Lions-ის კატეგორიაში წარადგინა.
უნდა აღინიშნოს, რომ Leavingstone-მა გასულ წელს კანში ანალოგიური ჯილდო მიიღო.
წელს ქართულმა კომპანიამ კანის ფესტივალის ჟიურის სასამართლოზე ლუდის Old Irish რეკლამა წარადგინა. რეკლამაში ადამიანებს ირლანდიაში ვირტუალურ მოგზაურობას სთავაზობენ, ამისთვის მათ თვალებზე სპეციალურ აპარატს უკეთებენ, რომელშიც ისინი ხედავენ ლამაზ ირლანდიურ პეიზაჟებსა და ბარს ირლანდიური ლუდით. იმ დროს, როდესაც მოხალისეები ხედებით ტკბებიან, მათ გარშემო ირლანდიურ ბარს „აშენებენ“.
„კანის ლომებამდე“ ამ სარეკლამო რგოლს უკვე ჰქონდა დადებითი გამოძახილები ქსელში 60 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა.
„ბრინჯაოს ლომის“ გარდა, ქართველმა მარკეტოლოგებმა ფესტივალიდან ასევე ჩამოიტანეს ოქროს მედლები ახალგაზრდულ კონკურსში Young Marketer პირველი ადგილის დაკავებისთვის. ამ კატეგორიაში გამოვიდა „საქართველოს ბანკი“, რომლის სარეკლამო პროდუქცია ახალგაზრდა მარკეტოლოგებმა — ანა მარკოზაშვილმა და ნინო უნგიაძემ წარადგინეს.
კრეატიულობის საერთაშორისო ფესტივალი „კანის ლომები“ რეკლამის მწარმოებელთა ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო ფესტივალად მიიჩნევა. ნამუშევრები რიგ კატეგორიებში ჯილდოვდება ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს ლომებით, გრან-პრით როგორც სარეკლამო კამპანიებისთვის, ისე მიღწევებისთვის ტექნიკურ სფეროში.