შტაინმაიერი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით თბილისის პოლიტიკით კმაყოფილია

© facebook.com/mfageorgiaმიხეილ ჯანელიძე და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
მიხეილ ჯანელიძე და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეუთოს თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ ორგანიზაცია დადებით როლს ითამაშებს ოფიციალურ თბილისსა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობებს შორის ურთიერთობების დაძაბვის თავიდან ასაცილებლად.

თბილისი 1 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან (სამხრეთ ოსეთი) პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - Sputnik საქართველო
შტაინმაიერი: საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი, შესაძლოა, სექტემბრის ბოლოს გაუქმდეს

აღნიშნული განცხადება შტაინმაიერმა ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ჯანელიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობისთვის ჩამოვიდა, რომელიც თბილისში 1-5 ივლისს იმართება.

„ჩვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ვისაუბრეთ… მიზანშეწონილად მიმაჩნია ის, რომ საქართველოს მთავრობა საკმაოდ პრაგმატულ პოლიტიკას ეწევა და ცდილობს ახალი დაპირისპირებების კერებისაგან თავის აცილებას“, — განაცხადა შტაიმაიერმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ეუთო სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილებაში დადებით როლს შეასრულებს.

ეუთოს წარმომადგენლები ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობენ, რომლებიც 2008 წლის ოქტომბრის თვიდან იმართება. ამჟამად საქართველოს, რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის პოლიტიკური დიალოგისსათვის  ჟენევის ფორმატი ერთადერთია.

ყველა ახალი ამბავი
0