რუსეთი გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

© Sputnik, Alexander Imedashviliგიგი წერეთელი
გიგი წერეთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსული მხარე მიიჩნევს, რომ გიგი წერეთელმა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, თავი წარმოაჩინა როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მცოდნე ვიცე-პრეზიდენტმა.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. რუსეთის დელეგაცია საქართველოს პარლამენტის დეპუტატ გიგი წერეთლის კანდიდატურას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე მიესალმება, განუცხადა Sputnik-ს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ნიკოლაი კოვალიოვმა.

ნიკოლაი კოვალიოვი - Sputnik საქართველო
კოვალიოვი: საქართველომ დანაპირები შეასრულა

წერეთელი ამჟამად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტია. ის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა.

„წერეთლის გვარი საქართველოში დიდგვაროვანი ხალხია. დღეს წერეთლის ძეგლი ვნახე. მაგრამ საქმე ეს არაა. წერეთელმა თავი წარმოაჩინა, როგორც საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის მცოდნე მოადგილემ, ამიტომ, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ თავმჯდომარე ის გახდეს. ჩვენ მხარს დავუჭერთ წერეთლის კანდიდატურას“, — განაცხადა კოვალიოვმა.

დღეს თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია გაიხსნა. მასში 57 ქვეყნიდან 700-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0