თბილისის საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გამოწერა
ყოფილი კოლეგების დახმარებით ის მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების მოპოვებას პირდებოდა.

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, მომსახურების განყოფილების  ყოფილი  თანამშრომელი, დავით გასოევი დააკავეს.

გამოძიების მონაცემებით, ბრალდებული, თბილისის ერთ-ერთ მოქალაქეს მოტყუებით დაპირდა, რომ ქალაქ თბილისში, მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების მოპოვებაში დაეხმარებოდა. ამაში მას საკრებულოში ძველი ნაცნობები დაეხმარებოდნენ.

სანაცვლოდ კი გასოევმა 4 000 აშშ დოლარი მოითხოვა, აცხადებენ საგამოძიებო სამსახურის პრეს-სამსახურში. სამართალდამცავებმა ის მოთხოვნილი თანხის ნახევრის აღების ფაქტზე დააკავა.

დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისში ქრთამის აღებაზე ჩინოვნიკი დააკავეს

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით „თაღლითობა“, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2 დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.  

დავით გასოევი თბილისის საკრებულოში 2013 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში მუშაობდა.

ყველა ახალი ამბავი
0